logo
ENG



თორნიკე რიჟვაძე: სწავლა ხელვაჩაურშიც 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდება

12 სექ 202015:47
3 წუთის საკითხავი
 
თორნიკე რიჟვაძე: სწავლა ხელვაჩაურშიც 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმისა და ქობულეთის შემდეგ სასწავლო პროცესი ხელვაჩაურშიც გადაიდო. მისი განცხადებით, სწავლა 1-ელი ოქტომბრიდან განახლდება.

"ქობულეთს, ბათუმს დაემატება უკვე ხელვაჩაურიც და შესაბამისად, იქ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში განახლდება პირველი ოქტომბრიდან" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, გორის რუსთავისა და ფოთის სასწავლო დაწესებულებებში სწავლის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. მისივე განმარტებით, 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყება სწავლა ყველგან, მათ შორის, ეს ეხება კერძო დაწესებულებებსაც.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  მარინა ეზუგბაიას განცხადებიით, ახალი შემთხვევბიდან აჭარაში 87 შემთხვევაა დადასტურებული.

სულ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით ინფიცირების 2075 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1363-ს შეადგენს. 19 ადამიანი ვირუსის შედეგადაა გარდაცვლილი.


close დახურვა